ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ჭრიჭინა ჟანრი: მხატვრული ფილმი წელი: 1954 რეჟისორი: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი სცენარის ავტორები: მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე მხატვარი: ლევან შენგელია ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე მემონტაჟე: ვასილ დოლენკო როლებში: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა), ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე), თამარ აბაშიძე (ელპიტე), ალექსანდრე ომიაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (მარინე), მედეა ჩახავა (ცქრიალა), რამაზ ჩხიკვაძე (შოთა), დოდო აბაშიძე (ბიჭიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კირილე), გიორგი შავგულიძე (არჩილი), შალვა ღამბაშიძე (ირაკლი), ალექსანდრა თოიძე (ნატო), დოდო ჭიჭინაძე (თინა), თამარ ციციშვილი (შოთას დედა), გიორგი გეგეჭკორი (ლევანი), ბიძინა წულაძე (პროფესორი), თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია), ჩიტოლია ჩხეიძე (აგრაფინა), ემანუილ აფხაიძე, მიხეილ სულთანიშვილი, იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი), მურად ხინიკაძე, ლეო ბაქრაძე, ირინე მაღალაშვილი ფილმის შინაარსი: ერთ სოფელში ორი მარინე ფერაძე ცხოვრობს. ერთისთვის უდარდელი ხასიათის გამო "ჭრიჭინა" შეურქმევიათ. ჭრიჭინა უმაღლესის მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრას დიდად არ ნაღვლობს, რადგან სოფლის ახალგაზრდა არქიტექტორმა შოთამ, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდა, ცოლობა შესთავაზა. გამოცდიდან დაბრუნებულ ჭრიჭინას ახლობლები მთავრობის ჯილდოს მინიჭებას ულოცავენ, რის შესახებაც რადიოთი შეუტყვიათ. ჭრიჭინა ცდილობს აუხსნას, რომ თანასოფლელ მეჩაიე მარინე ფერაძეში ეშლებათ, მაგრამ არავინ უსმენს. იგი ბებიის გარდაცვალებას მოიმიზეზებს და სოფელში გაიპარება. სამძიმარზე ჩასული შოთა და ნათესავები ჭრიჭინას ტყუილებით აღშფოთდებიან. ქალიშვილი გამოსწორებას გადაწყვეტს და ცნობილი მეფრინველე გახდება. შოთა ჭრიჭინას დაუბრუნდება და ცოლობას კვლავ შესთავაზებს.

გადმოწერა1
გადმოწერა2
გადმოწერა3
გადმოწერა4
Category: | by: სტუმარი | read: 766 | comment: 1