AXON-ის  ეს ტაქტიკური, საბრძოლო  მოწყობილობა  წესრიგის დამცველებსა და პოლიციას ნამდვილად გამოადგებათ  დამნაშავეებთან ბრძოლაში.   გაჯეტი  უზრუნველყობს აუდიო და ვიდეო მასალების სწრაფ და მინიმალურ დროში შეგროვებას.

ესაა მინი კომპიუტერი, რომელიც  პოლიცელისათვის ისეთივე  ყოველდღიურ  საჭირო ნივთს  უნდა წარმოადგენდეს, როგორიცაა იარაღი.  ის შედგება რამოდენიმე ნაწილიგან: ესაა HEADCAM, რომელიც ჩვეულებრივ ყურთასმენს  გავს. მისი საშუალებით პოლიციელს  კამერით შეუძლია დაინახოს და გაიგოს  ყველაფერი რაც ხდება მის გარშემო 360 გრადუსით, ხედვის სრული სპექტრით.

მეორეა  ATC – AXON TACTICAL COMPUTER, PDA-ს ტიპის გაჯეტი,   LCD ეკრანითა და  ლინუქსის ოპერაციული სისტემით.  მისი საშუალებით  ხდება ვიდეო და აუდიო მასალის  ჩაწერა რასაც  ყურთასმენი აფიქსირებს, და  მესამე SYNAPSE ETM – Evidence Transfer Manager, რითაც  თითის ერთ  დაჭერით  წამიერად  ხდება მონაცემთა ბაზაში ამ ინფორმაციის გაგზავნა და შენახვა, შემდგომ კი ამ კომპრომატებით სასამართლო იხელმძღვანელებს რეალური დამნაშავის ვინაობაის დასადგენად  და სწორი განაჩენის გამოსატანად.


გადმოწერა1
გადმოწერა2
გადმოწერა3
გადმოწერა4
Category: | by: სტუმარი | read: 690 | comment: 0