Panasonic-ის რობოტმა, რომელიც Energizer
კურდღელი რობოტის ზომისაა და არჭურვილია АА ტიპის ელემენტებით გადალახა 23
კილომეტრი და 726 მეტრი ელემენტის ერთი დამუხტვით. ამით ის გინესის
რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ელემენტებზე მომუშავე დისტანციურად
მართვადი პატარა მანქანა, რომელმაც ყველაზე დიდი მანძილი დაფარა.
რეკორდის დამყარება მოხდა საფრანგეთში ლა-მანშის ცნობილ ტრასაზე, სადაც Panasonic Evoia-ს და დამხმარე ჯ
გუფს დასჭირდათ დაახლოვებით 24 საათი
რეკორდის დასამყარებლად. რობოტი რომლის სიმაღლეა 30 სანტიმეტრი და ზის
სამთვლიან ველოსიპედზე გადაადგილდება კუს სიჩქარით. მან ტრასას 5.6 წრე
დაარტყა სანამ სრულად არ განიმუხტა მასში მოთავსებული ელემენტი. რობოტი
შეიქმნა Panasonic-ის ახალი ელემენტის Evolta-ს წარმოსაჩენად.
მანამდე ეს რობოტი გახდა ცნობილი იმით, რომ ის თოკზე ჩამოკიდებული ავიდა დიდი კანიონის ძირიდა
ნ წვერამდე. მან გადალახა ცოცვით 530 მეტრი 6 საათსა და 46 წუთში. იხილეთ სურათები და ვიდეო მასალა.
გადმოწერა1
გადმოწერა2
გადმოწერა3
გადმოწერა4
|