Lenovo – მ დღეს თავისი ბოლო სერიის ლეპტოპები გამოუშვა მულტი
თაჩ–სენსორებით. ორივე ვერსიას – ThinkPad T400s და X200 Tablet აქვს
სენსორული ეკრანი, რომელიც მონიმუმ 2 ხელს აღიქვამს. ლეპტოპების ეს სერია
Windows 7–ზეა მორგებული, რადგან მაიკროსოფტის ამ ახალ ოპერაციულ სისტემას
მულტი სენსორების განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს.ერთ–ერთი ასეთი თაჩ
აპლიკაციაა SimpleTap, რომელიც ასრულებს ისეთ უმთავრეს ფუნქციებს, როგორც
ხმის დარეგულირება, სისტემის ჩართვა, გამორთვა, და Wi-Fi – სთან კავშირია.
T400s მოდელი თითქმის თავისი წინამორბედის მსგავსია, ჩვეულებრივ 14
ინჩი ეკრანით. მისი სენსორები ოთხ ხელს აღიქვამენ. საწყისი ფასი 2 000
დოლარია, 2.4გიგაჰერცი Core 2 Duo–თი, 2 გიგაბაიტი ოპერატიულით და 120
გიგაბაიტიანი მყარი დისკით.
X200 ვერსიაში შედარებით ნაკლები სიახლეებია, 12 ინჩიანი პანელი,
მხოლოდ 2 თითის შეხების მულტი– სენსორები. აგრეთვე SL სერიის 1.4
გიგაჰერციანი Core 2 Duo , 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 160 გიგაბაიტი მყარი
დისკი. მისის ფასი შესაბამისად დაბალია და 1,654 დოლარიდან იწყება.