MID (Mobile internet device ) სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება და  ახალი  იდეები მოკლე დროში უხვად  ჩნდება. ზოგადად Mobile internet device-ის  ფუნქცია და მთავარი დანიშნულება პორტატულობა  და გამარტივებული ბრაუზინგია. ანუ ინტერნეტთან წვდომა რაც შეიძლება მოსახერხებელ პირობებში,  საჭირო დროსა და ნებისმიერ ადგილას. ამჯერად კი გთავაზობთ მობილურ ინტერნეტ დევაისის ერთ-ერთ საინტერსო იდეას. დამპროექტებელი და ავტორია-Jan Rytir,რომელიც მცირე ზომას , განიერ და ფართო OLED თაჩსქრინს უთავსებს.

დივაისის ზომა იქნება  180 x 80 x 20 მმ.  აღჭურვილი  ინტელის ატომ პროცესორით, აგრეთვე ქვედა კიდეზე განთავსებული შვიდი სხვადასხვაფერის შორთკატით, კიდევ შესანიშნავი 47 ღილაკიანი QWERTY კლავიატურა, სადაც ჩამონტაჯებული იქნება სტერეო სფიქერი,  აგრეთვე ექნება ისეთი აუცილებელი ატრიბუტები როგორიცაა USB პორტი და SD კარტის რიდერი, wireless კავშირი და აუდიო I/O სლოტი. ყველა კონცეპტი და ახალი იდეა თამამი და ზედმეტად მკვეხარაა :) , მაგრამ ვფიქრობ რომ  ეს  შემთხვევა  რეალობასთან უფრო ახლოსაა..







გადმოწერა1
გადმოწერა2
გადმოწერა3
გადმოწერა4
Category: | by: სტუმარი | read: 784 | comment: 0